სათბურები, სათბურის დაგეგმვა და მშენებლობა საქართველოში - POMIDO

გთავაზობთ ინდივიდუალური სათბურების (satburebi) პროექტირებას, მყარ კონსტრუქციებსა და თანამედროვე სისტემებს. სრული მომსახურება ერთ სივრცეში — POMIDO-ს სათბური თქვენი მოსავლისთვის.

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის და მიიღეთ სათბურის საუკეთესო პროექტი დღესვე.

POMIDO სათბურის (satburi) ქარხნული კონსტრუქცია საქართველოში

რატომ ჩვენ

POMIDO — სათბურების მშენებლობა და სრული აგრო-გადაწყვეტა ერთ სივრცეში - არა მხოლოდ კონსტრუქციას, არამედ გათბობის, გაგრილების, LED განათების სისტემებს და საჭირო აქსესუარებს - ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთი პასუხისმგებელი გუნდისგანჩვენი უპირატესობები - სრული მომსახურეობა - სათბურის პროექტირება, მონტაჟი და სისტემების გამართვა. ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერზე — დაგეგმარებიდან პირველ მოსავალამდე.ქარხნული ხარისხი და გამძლეობა - ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, გალვანიზირებულ მასალებს. ჩვენი სათბურები (Satburebi) უძლებს რთულ კლიმატურ პირობებს და ემსახურება ფერმერს ათწლეულების განმავლობაში.ინდივიდუალური აგრო-კონსულტაცია - ყოველი პროექტი იქმნება თქვენი კულტურის (ბოსტნეული, კენკრა, ყვავილები) სპეციფიკისა და ნიადაგის გათვალისწინებით.META VERIFIED სტატუსი - ჩვენ ვართ ვერიფიცირებული ბრენდი, რაც ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს და გამჭვირვალე ბიზნეს ურთიერთობებს"მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე. POMIDO - თქვენი პარტნიორი სათბურის (satburis) მოწყობისა და განვითარების გზაზე."

POMIDO - სათბურების სისტემების და კონსტრუქციის ლოგო

ჩვენი მომსახურება

„POMIDO — სათბურის სრული მომსახურება ერთ სივრცეში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროცესის ყველა ეტაპს: დაგეგმარებას, ქარხნული კონსტრუქციების მონტაჟსა და თანამედროვე სისტემების გამართვას. შექმენით კომფორტული და შედეგიანი მეურნეობა ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად.“სათბურის პროექტის მომზადება - ინდივიდუალური დაგეგმარება ფათობის, კულტურისა და ბიუჯეტის მიხედვით.
გალვანიზირებული კონსტრუქციების მიწოდება და მონტაჟი - მაღალი ხარისხის მასალები და მორგებული პროექტები.
გათბობის სისტემები - ავტომატიზებული და ეკონომიური გადაწყვეტილებები სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის.გაგრილების სისტემები - სათბურის შიდა მიკროკლიმატის ოპტიმალური კონტროლი და ვენტილაცია.**LED - ენერგოეფექტური ფიტო-განათება სინათლის დეფიციტის კომპენსაციისთვის, ვეგეტაციის დაჩქარებისა და მოსავლიანობის ზრდისთვის.აქსესუარები და ავტომატიზაცია - ყველა საჭირო ელემენტი სათბურის სრულყოფისა და პროცესების გამარტივებისთვის.**ტექნიკური კონსულტაცია და მხარდჭერა - პროექტის დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კონსულტაცია სახელმწიფო პროგრამებზე (გრანტებზე) და მუდმივი ტექნიკური თანხლება.სერვისების კონკრეტული შემადგენლობა განისაზღვრება ტექნიკური მოთხოვნების ფორმის შევსების შემდეგ, ინდივიდუალური პროექტის შესაბამისადPOMIDO - სათბურის სრული სერვისი (satburis servisi) და თანამედროვე სისტემები.

სათბურის მოდელები და საწყისი კონფიგურაციები

Mini, Compact (800), Basic Plus (1000+), Standard Plus (1000+), Medium Plus (1000+), Premium Plus (1000+)
ყველა მოდელი დამზადებულია ერთი და იმავე უმაღლესი ხარისხის მასალებით და უზრუნველყოფს ერთნაირ გამძლეობასა და ეფექტურობას. განსხვავება მოდელებს შორის განისაზღვრება ზომით, კონფიგურაციითა და დამატებითი სისტემებით.
წარმოდგენილი მოდელები და ფასები წარმოადგენს საწყის კონფიგურაციებს და არ არის საბოლოო შეთავაზება.
ზუსტი ფასი განისაზღვრება კონსულტაციის, ტექნიკური პარამეტრების შერჩევისა და წინასწარი შეთანხმების შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მითითებული ფასები არის საორიენტაციო და ეფუძნება სტანდარტულ კონფიგურაციას
საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ზომაზე, არჩეულ სისტემებსა და დაგეგმვის ეტაპებზე
შესაძლებელია სათბურის ტექნიკური მახასიათებლების ინდივიდუალურად დაკომპლექტება
PDF-ის ნახვის შემდეგ გირჩევთ დაგვიკავშირდეთ ინდივიდუალური კონსულტაციისთვის, რათა შემოგთავაზოთ თქვენი მიზნებისა და პირობების შესაბამისი გადაწყვეტა.
PDF ფაილები შეიცავს საწყის პარამეტრებს საორიენტაციოდ და არ წარმოადგენს საბოლოო კომერციულ შეთავაზებას

POMIDO სათბურში დარგული მცენარეები და ქარხნული კონსტრუქცია

გაზარდე ბუნებრივად - იმუშავე თანამედროვე სათბურით

ხარისხიანი კონსტრუქცია - ჯანსაღი მოსავალი - სივრცე, სადაც მცენარე თავისუფლად ვითარდება და გარემო, რომელიც შედეგს ქმნის

POMIDO - ს მიერ დაგეგმილი სათბურები ქმნის სწორ სივრცეს, სადაც მცენარეს აქვს საკმარისი ჰაერი, სინათლე და თავისუფლება განვითარებისათვის. კონსტრუქციის გათვლილი დაშორებები და მიკროკლიმატის მართვა უზრუნველყოფს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას და სტაბილურ გარემოს სათბურში.*ამ პირობებში მცენარე თანაბრად ვითარდება და უკეთ იყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც ქმნის მყარ საფუძველს სტაბილური და ხარისხიანი მოსავლისთვის

სარგებელი ჩვენთან თანამშრომლობით

POMIDO სთან თანამშრომლობა ნიშნავს არა უბრალოდ სათბურის აშენებას, არამედ გათვლილ, გააზრებულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებასნაკლები რისკი - სათბური იგეგმება რეალური პირობების მიხედვით - მიწა, რელიეფი, კლიმატი და თქვენი მიზანი. ეს ამცირებს იმ კრიტიკულ შეცდომებს, რომლებიც ხშირად მხოლოდე ქსპლუატაციის პროცესში იჩენს თავს.დანახარჯების კონტროლი თავიდანვე - პროექტირების ეტაპზე მკაფიოდ ჩანს რა არის აუცილებელი და რა - დამატებითი, რაც თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს მშენებლობის პროცესში.ინდივიდუალური პროექტი, არა შაბლონი - ყოველი სათბური მორგებულია კონკრეტულ პირობებს შედეგად იღებთ სისტემას, რომელიც მიშაობს სტაბილურად და არა დროებით.პროგნოზირებადი შედეგი - სწორი დაგეგმვა ნიშნავს ნაკლებ პრობლემას, ნაკლებ დანახარჯს და უფრო სტაბილურ მოსავალს მომავალში.ცოდნა, რომელიც იცავს შეცდომისგან - კლიენტი პროცესში იღებს მკაფიო გაგებას - რას და რატომ ვაკეთებთ. ეს ქმნის ნდობას და გაძლევთ საშუალებას გააკონტროლოთ შედეგი.პროფესიონალური პასუხისმგებლობა - POMIDO - იRებს პასუხისმგებლობას პროექტზე - დაგეგმვიდან განხორციელებამდე

ნახე ჩვენი სათბურები რეალურად - სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ

დარწმუნდი ხარისხში საკუთარი თვალით

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება თავდაჯერებულად მიიღო. თუ გსურს, შეგიძლია პირადად ეწვიო ჩვენს უკვე აშენებულ სათბურს, ნახო კონსტრუქცია და დეტალები ადგილზე.
დაგვიკავშირდი და შეგითანხმებთ მოსანახულებელ ობიექტს შენთვის მოსახერხებელ დროს

პროექტის დაგეგმვისთვის საჭირო დოკუმენტი - წინასწარი შეთანხმება - პროექტის მომზადების ეტაპი

სათბურის პროექტის სწორად დაგეგმვისთვის პირველ ეტაპზე ვიყენებთ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს.
დოკუმენტი არ წარმოადგენს სამშენებლო ხელშეკრულებას და გამოიყენება პროცესის გამჭვირვალობასა,ზუსტი პროექტისა და რეალისტური განფასების მოსამზადებლად
წინასწარი შეთანხმების ფორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი იღებს გადაწყვეტილებას სათბურის სრულყოფილი ტექნიკური პროექტის მომზადებაზე.
ტექნიკური მოთხოვნების ფორმის შევსებისა და წინასწარი შეფასების შემდეგ, აღნიშნული შეთანხმება განსაზღვრავს თანამშრომლობის ძირითად პირობებს პროექტის დაგეგმვის ეტაპზე.
წინასწარი შეთანხმება ადგენს მხარეთა განზრახვას და თანამშრომლობის ძირითად პირობებს. დოკუმენტი გამოიყენება პროექტის დაგეგმვის ეტაპზე, მათ შორის გრანტისა და თანადაფინანსების პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში - ინდივიდუალური ტექნიკური მოთხოვნების, არჩეული კონფიგურაციისა და შეთანხმებული ეტაპების მიხედვით.*წინასწარი შეთანხმება არ წარმოადგენს საბოლოო ხელშეკრულებას და არ ნიშნავს პროექტის ავტომატურ განხორციელებას.
🔹 შეთანხმების საფუძველზე იწყება პროექტის ტექნიკური დამუშავების პროცესი.
🔹 პროექტის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდებიან შემდგომ თანამშრომლობაზე ცალკე ხელშეკრულებით.
*პროექტის ტექნიკური ლოგიკა, გადაწყვეტები და დოკუმენტაცია მზადდება POMIDO-ს სპეციალისტების მიერ და გათვლილია კონკრეტული კონფიგურაციისთვის, რის გამოც პროექტის გამოყენება მესამე მხარის მიერ შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით შეთანხმებას.დოკუმენტის ჩამოტვირთვა არ გაკისრებთ ფინანსურ ვალდებულებას. მათი მიზანია პროექტის სწორად დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღების გამარტივება

პროექტის დაგეგმვისთვის საჭირო დოკუმენტი - ტექნიკური მოთხოვნების ფორმა

სათბურის პროექტის საწყისი მონაცემები და შეფასების საფუძველი

შეავსეთ ტექნიკური მოთხოვნების ფორმა, რათა თქვენი საჭიროებების საფუძველზე მომზადდეს ინდივიდუალური პროექტი და სავარაუდო განფასება.*ტექნიკური მოთხოვნების ფორმის შევსება წარმოადგენს პროექტის საწყის ეტაპს, რომლის საფუძველზეც POMIDO აფასებს სათბურის კონცეფციას, მასშტაბს და ტექნიკურ საჭიროებებს.
ფორმაში მითითებული ინფორმაცია გამოიყენება საორიენტაციო შეფასებისა და წინასწარი განფასების მოსამზადებლად, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ბანკთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან კომუნიკაციისთვის.
*ტექნიკური მოთხოვნების ფორმა და მის საფუძველზე მომზადებული შეფასება არ წარმოადგენს სრულ ტექნიკურ პროექტს*ტექნიკური მოთხოვნების ფორმის შევსება არ ავალდებულებს მხარეებს პროექტის განხორციელებაზე და წარმოადგენს შეფასების საწყის ეტაპს.*შეფასების შემდეგ, პროექტის მომზადება და შემდგომი ეტაპები ხორციელდება წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.*სრულყოფილი პროექტის მომზადება ხორციელდება შემდგომ ეტაპზე, POMIDO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პროცესის სწორ და შეუფერხებელ გაგრძელებას.დოკუმენტეის ჩამოტვირთვა არ გაკისრებთ ფინანსურ ვალდებულებას. მათი მიზანია პროექტის სწორად დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღების გამარტივება

გრანტისა და თანადაფინანსების ეტაპები - ნაბიჯ-ნაბიჯ

*სათბურის პროექტის დაწყების პირველ ეტაპზე, ბანკთან საკრედიტო განაცხადისთვის, პოტენციურ კლიენტს ესაჭიროება საწყისი განფასება.*POMIDO ამ ეტაპზე ამზადებს წინასწარ განფასებას, რომელიც გამოიყენება ბანკისთვის პროექტის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად.*საკრედიტო ეტაპის გავლის შემდეგ, გრანტისა და თანადაფინანსების პროცესში, კლიენტს უკვე სჭირდება სრულყოფილი ტექნიკური პროექტი, რათა თავიდან იქნას აცილებული შეფერხებები და შეუსაბამობები პროგრამის მოთხოვნებთან.*ამ ეტაპზე პროექტის მომზადება ხორციელდება POMIDO-სთან სრულფასოვანი თანამშრომლობის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პროცესის სწორ და შეუფერხებელ გაგრძელებას.*წინასწარი განფასება არ წარმოადგენს სრულ პროექტს და გამოიყენება მხოლოდ საწყისი ფინანსური ეტაპისთვის.
POMIDO არ გასცემს გრანტებს ან თანადაფინანსებებს.
*გრანტებისა და თანადაფინანსების მხარდაჭერას ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო და შესაბამისი პროგრამები.საინფორმაციო შენიშვნა:
გრანტისა და თანადაფინანსების პროგრამებთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაცია, პირობები და დეტალები ზუსტდება სოფლის განვითარების სააგენტო-ში. რეკომენდებულია ინფორმაციის გადამოწმება სააგენტოს ოფიციალურ არხებში.

როგორ ვგეგმავთ სათბურის პროექტს POMIDO - ში

სათბურის მშენებლობა ერჯერადი გადაწყვეტილება არ არის. POMIDO - სთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი იყოს ტექნიკურად გამართული, სწორედ დაგეგმილი და რეალურ საჭიროებებზე მორგებული.ჩვენი მუშაობის ეტაპები1. პირველადი კონსულტაცია - პროექტის მიზნების, მიწების მონაცემებისა და დმკვეთის მოლოდინების განხილვა
2. ტექნიკური ხედვა - სათბურის ტიპის, კონსრუქციისა და ძირითადი ტექნიკური სისტემების განსაზღვრა.
3. პროექტის მომზადება - დეტალური განლაგებებისა და ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება
4. ფინანსური შეფასება - პროექტის საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა არჩეული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
5. მშენებლობის დაგეგმვა - სამუშაოების ეტაპების, ვადებისა და ორგანიზების განსაზღვრა.
6. მონტაჟი და მხარდჭერა - პროექტის განხორციელება და საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანი: პროექტის სწორად დაგეგმვისთვის პირველ ეტაპზე გამოიყენება ტექნიკური მოთხოვნების ფორმა და წინასწარი შეთანხმება - ეს დოკუმენტი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, ზედმეტი ხარჯები და უზრუნველვყოთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდეს თქვენს მიზნებსდაიწყე პროექტი კონსულტაციით - სწორი დაგეგმვა თავიდანვე

POMIDO გალვანიზირებული სათბურის (satburi) კონსტრუქცია

დეტალური განლაგება და ტექნიკური გადაწყვეტები

დეტალური განლაგება სათბურის პროექტის დაგეგმვის ერთ-ერთ ყველაზე მინშვნელოვან ეტაპია. ამ პროცესში სწორად იგეგმება სივრცეები, ტექნიკური სისტემების ურთიერთშეთავსება და კონკრეტული ობიექტის რეალური პირობები.დეტალური განლაგება მოიცავს:
1. სათბურის შიდა და გარე სივრცეების ოპტიმალურ დაგეგმვას.
2. ძირითადი ტექნიკური სისტემების სწორ განთავსებასა და კოორდინაციას
3. მიწის რელიეფის, ობიექტის განლაგებისა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებას
ტექნიკური გადაწყვეტები ეფუძნება კონსტრუქციულ, საინჟინრო და ტექნოლოგიურ გათვლებს, რაც უზრუნველყოფს სათბურის ეფექტიან, სტაბილურ მუშაობას.ამ ეტაპის მიზანია ისეთი პროექტის ჩამოყალიბება, რომელიც არის რეალისტური, ტექნიკურად გამართული და სრულად მორგებული დამკვეთის რეალურ საჭიროებებსა და დაგეგმილ კულტურაზესწორად განლაგება დღეს - ნაკლები პრობლემა ხვალ

დეტალური განფასება და ტექნიკური გადაწყვეტები სათბურის პროექტისთვის
ყვავილების სათბური სპეციალური გადაადგილებადი მაგიდებითა და ფარდით POMIDO
თანამედროვე სათბური (satburi) სპეციალური ფირით და ჟოლობებით POMIDO - სგან

ვისთვის არის POMIDO

POMIDO განკუთვნილია მათთვის,ვინც სათბურის მშენებლობას უყურებს როგორც გრძელვადიან ინვესტიციას და არა ერთჯერად ხარჯს.ჩვენი მომსახურეობა იდეალურია მათთვის ვინც:1. გეგმავს სათბურის მშენებლობას და სურს სწორი დასაწყისი
2. დაფინანსების ან თანადაფინანსების ძიების ეტაპზეა
3. აფასებს ხარისხიანი და გამძლე კონსტრუქციას
4. ყურადღებას აქცევს დაგეგმვას და სწორ პროცესს
5. ეძებს სანდო და პასუხისმგებელ პარტნიორს
6. ფიქრობს გრძელვადიან შედეგზე და არა დროებით გადაწყვეტაზე
"თუ თქვენთვის კრიტერიუმი მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასია - შესაძლოა POMIDO არ იყოს თქვენი შესაფერისი არჩევანი"ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ვისაც აინტერესებს შედეგი, საიმედოობა და გრძელვადიანი ეფექტი

POMIDO სათბურის კონსტრუქციის დეტალები

ჩვენი მიზანი

ვაშენებთ სათბურებს მომავლისთვის

* ჩვენი მიზანია თანამედროვე და გამძლე სათბურებით გავამარტივოთ მეწარმეებისა და ფერმერების გზა სტაბილური შედეგისა და ეკონომიკური წარმატებისკენ.POMIDO არ შემოიფარგლება მხოლოდ სათბურის აშენებით.*ჩვენი გეხმარებით მთელი პროცესის განმავლობაში - იდეის ჩამოყალიბებიდან, სწორ დაგეგმვამდე, მონტაჟამდე და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ მხარდაჭერამდე.ჩვენი მიდგომა ეფუძნება:
*სწორ კონსულტაციას და გააზრებულ გადაწყვეტილებებს.
*ტექნიკურ სიზუსტესა და რეალურ პირობებზე მორგებულ პროექტებს.
*მუდმივ კავშირს, რათა თქვენი სათბური მუშაობდეს ეფექტურად და შედეგი იყოს პროგნოზირებადი
POMIDO - სადაც იდეა იქცევა რეალურ, მწვანე პროდუქტად

POMIDO - სათბურის შიდა სივრცე, კონსტრუქცია, ვენტილატორი და დარგული პომიდორი სუბტრატში

სწორად დაგეგმილი სივრცე ქმნის შედეგს

სუფთა გარემო, ტექნიკურად გამართული კონსტრუქცია და იდეალური პირობები მცენარისთვის

*ეს არ არის ჩვეულებრივი "სვარკით" აწყობილი სათბური - ეს არის სისტემა, სადაც თითოეული დეტალი გათვლილია შედეგზე - თქვენს მოსავალზე.*მაღალი სინათლის გამტარობა, გამძლე კონსტრუქცია და ენერგოეფექტური გარემო ქმნის განსხვავებას რომელიც თვალითაც შესამჩნევია და შედეგშიც აისახება.

სათბურის ზედა ხედი POMIDO - სგან

გამძლე კონსტრუქცია

ფოლადის ხარისხი რომელიც წლების განმავლობაში გემსახურებათ

POMIDO - ს სათბურები დამზადებულია გალვანიზირებული ფოლადისგან - გამძლე, დაცული და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე და სხვადასხვა გარემო პირობებზე.
*ეს არის საფუძველი, რომელზეც შენდება სტაბილური სისტემა და გრძელვადიანი შედეგი.

რატომ აირჩიო POMIDO სათბური - განსხვავება ნათელია

ეს ინფორმაცია დაგეხმარება სწორი მართებული გადაწყვეტილების მიღებაში

კონსტრუქციები
1. ქარხნული გალვანიზირებული, სტანდარტული წარმოება-თითოეული დეტალი ერთნაირი სიზუსტით - გალვანიზირებული მეტალი - არ იჟანგება 20 + წელი
2. ხრახნებით აწყობა - შედუღების გარეშე - იდელური სიმრუდეები და სიმაღლე
3. მაღალი მდგრადობა ქარისა და თოვლის წინააღმდეგ
4. გამძლე კარკასი-ნაკლები მოვლა, მეტი უსაფრთხოება
-----------------------------------------------
ხარისხი, გამძლეობა და მოვლა
POMIDO - ს უპირატესობები
1. 20-30 წლიანი რესურსი - არ საჭიროებს შეღებვას/შეკეთებას
2 სტანდარტული პროფილი - მძლავრი საყრდენები
3. სამომავლოდ მარტივად ხდება გაფართოება / დამატება სხვადასხვა საჭირო აუცილებელი სისტემებისა და აქსესუარების
-----------------------------------------------
ბოსტნეულის მოყვანის შედეგი
POMIDO - ს სათბურში მოსავალი
1. სწორი კონსტრუქცია და ფორმა - ტემპერატურის თანაბარი განაწილება - სტაბილური კლიმატი
2. მცენარე სტრესს არ იღებს - მეტი მოსავალი, უკეთესი ხარისხი
3. დაავადებების გავრცელება პრაქტიკულად ნულის ტოლია

რატომ არ უნდა აირჩიო კუსტარული "ტრუბაკვადრატით" შედუღებით (სვარკით) გაკეთებული სათბური

ეს ინფორმაცია დაგეხმარება სწორი მართებული გადაწყვეტილების მიღებაში

კონსტრუქციები
1. ხელით შედუღებული არათანაბარი დეტალები, ხშირად მცდარი კუთხეები, არანაირი სტანდარტი - საღებავით შეღებილი - 2-3 წელიწადში იჟაგება
2. შედუღების ნაკერები სკდება ხშირად - ტალღოვანი კონსტრუქცია, სუსტი სიმტკიცე
3. ქარის დროს ირყევა, ხშირად საჭიროებს გაძლიერებას
4. არაგამძლე კარკასი - მეტი მოვლა, ნაკლები უსაფრთხოება
-----------------------------------------------
კუსტარული - ს მინუსები
1. ყოველ წელს ხშირ შემთხვევაში შეღებვა/შეკეთება - ჟანგვა - მეტალი სუსტდება - დატვირთვას ვეღარ უძლებს
2. არ ააქვს ქარხნული სტანდარტი, ამიტომ არ არის ერთნაირად მტკიცე
3. . სამომავლოდ რთულდება გაფართოება. სათბურისთვის საჭირო აუცილებელი აქსესუარების დამატება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება
-----------------------------------------------
კუსტარული - ში შედეგი
1. არასწორი ფორმა - ცხელი/ცივი ზონები - არასტაბილური კლიმატი - მცენარე სტრესშია
2. მოსავალი მცირეა და არათანაბარია
3. ადვილად ვრცელდება დაავადებები რაც დანახარჯებს ზრდის და მოსავალიანობას ამცირებს, რთულდება მცენარის მოვლა

ხშირად დასმული შეკითხვები
(სანამ დაგვიკავშირდებით, გთხოვთ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებს - აქ მოკლედ ავხსნით ფასის ფორმირებასა და მუშაობის პროცესს)

1) რა ღირს სათბურის აშენება? - სათბურის ფასი დამოკიდებულია ზომაზე, არჩეულ სისტემებზე და დამატებით აქსესუარებზე ზუსტი დეტალები განისაზღვრება კონსულტაციის პროცესში2)როდის არის საუკეთესო დრო ჩვენთან დაკავშირებისათვის? - როდესაც უკვე გაქვთ წარმოდგენა, რა კულტურის მოყვანას გეგმავთ და დაახლოებით რა ფართობის სათბური გჭირდებათ3)შესაძლებელია მხოლოდ სათბურის კონსტრუქციის შეძენა ? - დიახ შესაძლებელია მხოლოდ კონსტრუქციის მიწოდება4)რით განსხვავდება POMIDO - ს სათბურების ხარისხი? - ჩვენი სათბურები დამზადებულია ქარხნულად გალვანიზირებული მეტალისგან, რაც უზრუნველყოფს კოროზიისგან დაცვას და კონსტრუქციის ხანგრძლივ გამძლეობას. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილზე შეღებილი და "სვარკით" აწყობილი კონსტრუქციისგან, რომელიც დროთა განმავლობაში ზიანდება.5)როგორ მუშაობს POMIDO თანადაფინანსებისა და გრანტის თემაზე? - POMIDO - უშუალოდ არ გასცემს გრანტებს და სუბსიდიებს, თუმცა ვეხმარებით კლიენტებს:
*სათბურის პროექტირებაში *ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში, * საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდებაში, რათა მათ შეძლონ წარმატებული განაცხადის შეტანა სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების პროგრამებზე.
*სახელმწიფო პროგრამების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ საიტს https://rda.gov.ge/programs
6) რატომ არის მნიშვნელოვანი წინასწარ კონსულტაცია? - წინასწარი კონსულტაცია არის წარმატებული პროექტის საფუძველი, ის გეხმარებათ:
1) სწორად განსაზღვროთ სათბურის ზომა და პარამეტრები. 2) თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები.
3) გაითვალისწინოთ კლიმატი, მიწის პირობები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
4) მიღოთ პროფესიონალური რჩევები და დააჩქაროთ პროცესი.
7) რატომ არის საჭირო წინასწარი შეთანხმება დეტალურ განფასებამდე? - დეტალური განფასება მოითხოვს ინდივიდუალურ პროექტირებასა. წინასწარი შეთანხმება იცავს ორივე მხარის დროსა და რესურსს და ადასტურებს თანამშრომლობის სერიოზულ ინტერესს.
8) რატომ არ არის ფასი ფიქსირებული? - თითოეული სათბური იგეგმება ინდივიდუალურად. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ზომაზე, კონსტრუქციის ტიპზე, ლოკაციაზე და არჩეულ დამატებით ელემენტებზე. საიტზე და PDF ფაილებში მითითებული ფასები წარმოადგენს საწყის კონფიგურაციებსა და საორიენტაციო შეფასებას. ზუსტი ფასი განისაზღვრება კონსულტაციის და წინასწარი შეთანხმების შემდეგ
9) რას ნიშნავს წინასწარი შეთანხმება? - ეს არის ეტაპი, როდესაც ვაფიქსირებთ არჩეულ პარამეტრებს და ვიწყებთ დეტალურ დაგეგმვის და პროექტირებას, რის შემდეგ განისაზღვრება საბოლოო ფასი.
10) PDF ფაილში მითითებული ფასი საბოლოაა? - არა PDF ფაილები შეიცავს ტექნიკური პარამეტრების მაგალითებს და საორიენტაციო ფასებს და არ წარმოაგენს საბოლოო შეთავაზებას.
11) შესაძლებელია თუ არა ზუსტი ფასის მიღება კონსულტაციის გარეშე? - ზუსტი ფასი შესაძლებელია მხოლოდ კონსულტაციისა და მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ - ეს უზრუნველყოფს რეალურ ბიუჯეტს და თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ხარჯებს.
12) კონსულტაცია ფასიანია? - პირველადი კონსულტაცია არის ინფორმაციული. დეტალური დაგეგმვა იწყება წინასწარი შეთანხმების ეტაპზე
13) რატომ არის აუცილებელი კონსულტაცია ? - კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია ლოკაციის, პირობებისა და საჭიროებების სწორად შეფასება. ეს ნაბიჯი გაძლევთ სწორ გადაწყვეტილებას და ეფექტურ ინვესტიციას
14) არის თუ არა POMIDO კომპანია? POMIDO არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. საქმიანობა ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული შპს - ს მეშვეობით
15) რას მოიცავს POMIDO - ს საქმიანობა? POMIDO სპეციალიზირებულია სთბურების პროექტირებასა და მშენებლობაში, მათ შორის კონსტრუქციის მონტაჟსა და ტექნიკური გადაწყვეტილებების კოორდინაციაში

სათბურის პროექტირება და მშენებლობა - იდეიდან რეალობამდე ერთ სივრცეში

დაიწყე სათბურის პროექტი სწორად - სათბურის დაგეგმვა იწყება კონსულტაციით

ჩვენ ვგეგმავთ და ვაშენებთ ინდივიდუალურ სათბურებს საქართველოს მასშტაბით - ტექნიკური გააზრებით, რეალური ხარჯთაღრიცხვით და პრაქტიკული გამოცდილებით

PODIMO არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი საქართველოში. სასათბურე პროექტებისა და მშენებლობის მომსახურება ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული შპს-ს მეშვეობით